📣მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრენინგზე - სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება - საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის /შემსყიდველებისთვის"
➡️ კურსი დაიწყება: 2026 წლის 30 ივლისიდან
📅 ხანგრძლივობა: 8 ლექცია, თითო 2 საათი
💻 ჩატარდება ონალინ ან ადგილზე კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით - 16:00 სთ; (აირჩიეთ ქვემოთ სარეგისტრაციოში ონლაინ ან ადგილზე რომელიც თქვენთვის ხელსაყრელია)- მის.ქ.თბილისი ს.ჩიქოვანის #4 (საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით ხილიანზე)
➡️ ღირებულება ფასდაკლებით 350 ლარია, ნაცვლად 550 ლარის.
📚 სასწავლო კურსის შინაარსი და კურსის პრაქტიკული პროგრამა
კურსი სრულად ეფუძნება Case-Study (რეალური ქეისების) მეთოდოლოგიას. თითოეული მოდული მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, სიმულაციებსა და დამოუკიდებელ დავალებებს.
1. კანონმდებლობა და საჯარო ფინანსები-🛠️ პრაქტიკა: რეალური საბიუჯეტო ორგანიზაციის ქეისის ანალიზი — უფლებამოსილებებისა და ფინანსური ლიმიტების განსაზღვრა.
2. ბაზრის კვლევა და გეგმის მართვა (ვორქშოპი)-🛠️ პრაქტიკა: ბაზრის კვლევის დოკუმენტის მომზადება, ფასების ანალიზი და შესყიდვების წლიური გეგმის სიმულაციური შევსება/კორექტირება.
3. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება-🛠️ პრაქტიკა: კონკრეტულ ქეისზე ტექნიკური დავალებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამოუკიდებლად შემუშავება.
4. ტენდერების ადმინისტრირება და შეფასება-🛠️ პრაქტიკა (სიმულაცია): სატენდერო კომისიის როლის მორგება — პრეტენდენტების დოკუმენტების შეფასება, ხარვეზების აღმოჩენა და ოქმის მომზადება.
5. გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულების მენეჯმენტი-🛠️ პრაქტიკა: გამარტივებული შესყიდვის დასაბუთების მომზადება და ხელშეკრულებაში "კრიტიკული პუნქტების" (სანქციები, მიღება-ჩაბარება) გაწერა.
6. დავები, კონტროლი და ანგარიშგება-🛠️ პრაქტიკა: დავების საბჭოს რეალური საჩივრების ანალიზი, შეცდომების პრევენცია და შესყიდვების ანგარიშის მომზადება.
7. AI (ხელოვნური ინტელექტი) სახელმწიფო შესყიდვებში-🛠️ პრაქტიკა (Live დემო): ChatGPT-ისა და სხვა AI ხელსაწყოების გამოყენება ტექნიკური დავალებების გენერირებისთვის, ბაზრის ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციისთვის.
📌 კურსის განმავლობაში განიხილება პრაქტიკული მაგალითები, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი და ტრენინგის დასრულების შემდეგ გამოგეგზავნებათ ვიდეო ჩანაწერები!
🎯ვისთვის არის ტრენინგი?
- საბიუჯეტო ორგანიზაციებში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დასაქმების მსურველებისთვის! - მოქმედი და დამწყები შესყიდვების სპეციალისტებისთვის! - ვისაც სურს აიმაღლოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით!
ინფორმაცია ტრენერის შესახებ:
ტრენერი მარიამ კვიციანი არის ბიზნესის მართვის აკადემიის (BMAcademy) დამფუძნებელი/ხელმძღვანელი და სერტიფიცირებული ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი 9-წლიანი გამოცდილებით (30-მდე ტრენინგ კურსის ავტორი).
მარიამ კვიციანს აქვს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მარიამ კვიციანი 2004 წლიდან საქმიანობს. ამასთანავე, 2013 წლიდან 2024 წლამდე ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იკავებდა ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას. მის ძირითად მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფო შესყიდვების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი. ამჟამად ის მუშაობას აგრძელებს აკადემიაში, სადაც კურირებს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს და უძღვება შესაბამის კურსებს.
ტრენერის თეორიული ცოდნა, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და მაღალი დონის მენეჯერული უნარები უზრუნველყოფს, რომ ის შეძლებს თეორიისა და პრაქტიკის ეფექტურად კომბინირებას და დაგეხმარებათ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესებში დანერგვაში.
საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის:
მიმღები: შპს ,,ბიზნესის მართვის ცენტრი"
ბანკი: სს "საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22;
ა/ა GE73BG0000000192547600
რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 40 40 97- 533 334 234 ან
გაიარეთ რეგისტრაცია ვებზე
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია:,,სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება" (google.com) ან
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge;
სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
________________________________________________