დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

SALE

28 ოქტომბრიდან - მარკეტინგი, გაყიდვები და ბიზნესის მართვა — პრაქტიკული ინტენსიური კურსი

ტრენინგები - ფინასები/შესყიდვები/გაყიდვები

950 580n

მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრენინგზე "მარკეტინგი, გაყიდვები და ბიზნესის მართვა — პრაქტიკული ინტენსიური კურსი"

➡️ კურსი დაიწყება 2026 წლის  28 ოქტომბრიდან 
📅 ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა - ორშაბთობით და ოთხშაბათობით 21:00 სთ
💻 ტრენინგები ჩატარდება ონლაინ/ზუმში
💰კურსის მთლიანი ღირებულება: 580 ლარი, 950 ლარის ნაცვლად
📌 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართული/ინგლისური) ოფიციალური სერტიფიკატი, კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული.  

📚სასწავლო კურსის შინაარსი:
1️
⃣ შეხვედრა — ბიზნესი და ბიზნესის  ანალიზი - როგორ მუშაობს ბიზნესი როგორც სისტემა + პრაქტიკული ანალიზი.
2️⃣ შეხვედრა — მისია, ხედვა და მიზნები-მონაწილეები საკუთარი ან წარმოსახვითი ბიზნესისთვის განსაზღვრავენ მიმართულებას.
3️⃣ შეხვედრა — მარკეტინგის საფუძვლები-პროდუქტი • ფასი • ადგილი • კომუნიკაცია - 📌 პრაქტიკული სავარჯიშო: საკუთარი ბიზნესის 4P.
4️⃣ შეხვედრა — ფასწარმოქმნა და თვითღირებულება-როგორ განვსაზღვროთ ფასი და როგორ დავთვალოთ თვითღირებულება. - 📌 პრაქტიკული დავალება.
5️⃣ შეხვედრა — მარკეტინგული გეგმა-მიზნობრივი აუდიტორია, მიზნები, მოქმედებები -📌პრაქტიკული სავარჯიშო: მინი მარკეტინგული გეგმის შექმნა.
6️⃣ შეხვედრა — გაყიდვების პროცესი და კლიენტთან კომუნიკაცია-როგორ იწყება და ვითარდება გაყიდვა.
7️⃣ შეხვედრა — პროტესტების მართვა და მოლაპარაკება -📌 პრაქტიკული როლური თამაშები.
8️⃣ შეხვედრა — გარიგების დახურვა და ბიზნესის ინტეგრირებული პრაქტიკული ქეისი -მონაწილეები აერთიანებენ მიღებულ ცოდნას ერთ ბიზნეს-ქეისში.
 

ტრენერის შესახებ ინფორმაცია:
მარიამ კვიციანი — ბიზნესის მართვისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, ბიზნესკონსულტანტი და Business Management Academy-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

მარიამს აქვს 22-წლიანი პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის ბიზნესის მართვის, ფინანსების, ადმინისტრირების, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

იგი არის Roma Gelato-ს თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2008 წლიდან, ასევე Hotel Accessories-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი 2016 წლიდან. 2017 წლიდან საქმიანობს ბიზნესკონსულტანტისა და ბიზნესისა და პიროვნული განვითარების ტრენერის მიმართულებით.

მარიამს აქვს მიღებული მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლება და MBA — ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო პროგრამები ტრენერთა მომზადებისა და ქოუჩინგის მიმართულებით, მათ შორის პერსონალური ქოუჩინგის, NLP-ქოუჩინგის, ზოგადი ფსიქოლოგიის, საჯარო გამოსვლისა და სამოტივაციო სპიკერობის მიმართულებებით.

მარიამი არის 30-ზე მეტი სასწავლო კურსის ავტორი და წლების განმავლობაში ატარებს ტრენინგებს ბიზნესის მართვის, ფინანსების, მენეჯმენტის, ადმინისტრირების, გაყიდვებისა და სხვა პროფესიული მიმართულებებით.

მისი ტრენინგების მთავარი პრინციპია — ცოდნა, რომელიც მონაწილემ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ კურსში თეორიულ მასალასთან ერთად გამოყენებულია რეალური ბიზნესქეისები, პრაქტიკული სავარჯიშოები და მონაწილეების მიერ კონკრეტული ბიზნესამოცანების შესრულება.

საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის: 
მიმღები: შპს "ბიზნესის მართვის აკადემია"; ს/კ 406 464 348
ბანკი:   სს "საქართველოს ბანკი" ; ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა GE53BG0000000589183676

➡️გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: " მარკეტინგი, გაყიდვები და ბიზნესის მართვა — პრაქტიკული ინტენსიური კურსი" დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე) ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

➡️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 40 40 97- 533 334 234 
📩 ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge;
➡️ ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

______________________________________

#ბიზნესი #ბიზნესანალიზი #მარკეტინგი #გაყიდვები #ფასწარმოქმნა #ონლაინკურსი #სერტიფიკატი #ბიზნესკურსი #სტარტაპი #განვითარება



wishlistსურვილების სიაში დამატება