დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება - დეკემბრიდან

ტრენინგები - ფინასები/შესყიდვები/გაყიდვები

550n

 📣მიმდინარეობს რეგისტრაცია  ტრემომგზე-  "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება"   

➡️ კურსი დაიწყება: 2025 წლის  დეკემბრიდან
📅 ხანგრძლივობა: 8 ლექცია, თითო 2 საათი
💻 ტრენინგები ჩატარდება ზუმში ორჯერ: ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით 12:00  საათზე;
➡️ ღირებულება 550 ლარი

📌 კურსის განმავლობაში განიხილება პრაქტიკული მაგალითები, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი და ტრენინგის დასრულების შემდეგ გამოგეგზავნებათ ვიდეო ჩანაწერები!

📋კურსის ორგანიზატორი: Business Management Academy/ბიზნესის მართვის აკადემია;

რას მომცემს ეს კურსი?

👉 შეძლებ სახლმწიფო შესყიდვების კუთხით არსებული საკითხების დაგეგმვას, ორგანიზებას და მართვას  კანონმდებლობის სრული დაცვით!  

🎯ვისთვის არის ტრენინგი?

  • ✔️ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დასაქმების მსურველებისთვის! 
  • ✔️მოქმედი და დამწყები შესყიდვების სპეციალისტებისთვის!
  • ✔️ვისაც სურს აიმაღლოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით!

 📚 სასწავლო კურსის შინაარსი (მოთხოვნის შემთხვევაში გამოგიგზავნით დეტალურ სილაბუსს):

  1. საფუძვლები და კანონმდებლობა: შესყიდვების არსი, მარეგულირებელი ნორმები და საბიუჯეტო/საჯარო ფინანსებთან კავშირი;
  2.  დაგეგმვა, ბაზრის კვლევა და შესყიდვების გეგმის მართვა: შესყიდვების დეტალური დაგეგმვა, გეგმის მუდმივი მართვა/განახლება და მეთოდების შერჩევა;
  3. ტენდერების სახეები და მომზადება: ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის სპეციფიკა, სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება
  4. ტენდერების ადმინისტრირება: ტენდერის გამოცხადება და შემსყიდველის მიერ ყველა ადმინისტრაციული პროცედურის წარმართვა.
  5. წინადადებების მართვა და შეფასება: სატენდერო წინადადებების მიღების, შერჩევა შეფასების, განხილვისა და შეფასების წესი
  6.  გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება: გამარტივებული შესყიდვის წესები, მისი ადმინისტრირება და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები
  7. დავები და კონტროლი: გასაჩივრებისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმები, აგრეთვე შესყიდვების ანგარიშგება
  8.  ანგარიშგება და პერსპექტივები: სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგების წესი და დასაქმების პერსპექტივები სფეროში.
  9. შეჯამება, კითხვა- პასუხი.
  10. ტესტირება და სერტიფიკატების გადაცემა

ტრენერი: მარიამ კვიციანი

ტრენერი მარიამ კვიციანი არის ბიზნესის მართვის აკადემიის (BMAcademy) დამფუძნებელი/ხელმძღვანელი და სერტიფიცირებული ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი 9-წლიანი გამოცდილებით (30-მდე ტრენინგ კურსის ავტორი).

მარიამ კვიციანს აქვს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მარიამ კვიციანი 2004 წლიდან საქმიანობს. ამასთანავე, 2013 წლიდან 2024 წლამდე ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იკავებდა ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას. მის ძირითად მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფო შესყიდვების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი. ამჟამად ის მუშაობას აგრძელებს აკადემიაში, სადაც კურირებს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს და უძღვება შესაბამის კურსებს.

ტრენერის თეორიული ცოდნა, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და მაღალი დონის მენეჯერული უნარები უზრუნველყოფს, რომ ის შეძლებს თეორიისა და პრაქტიკის ეფექტურად კომბინირებას და დაგეხმარებათ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესებში დანერგვაში.

რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 40 40 97- 533 334 234 ან

გაიარეთ რეგისტრაცია ვებზე
​​​​​​​
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია:,,სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება" (google.com)  ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge;

სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

________________________________________________

 



wishlistსურვილების სიაში დამატება