მიმდინარეობს რეგისტრაცია "ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის ინდივიდუალური კურსი"
➡️ კურსი დაიწყება : კურსი ტარდება ინდივიდუალურად ტრენერთან და მონაწილესთან შეთანხმებით
✅ 8 პრაქტიკული შეხვედრა
💻 ტრენინგები ჩატარდება ადგილზე შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი ს.ჩიქოვანის #4 (ხილიანზე, ყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით)
⏳ ფასი: 550 ლარი
📜კურსის დასრულებისას მიიღებთ სერთიფიკატს!
ტრენინგის მიზანი - ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა ისწავლონ თანამედროვე, ეფექტური და პროფესიული პრეზენტაციის მომზადება და დამაჯერებლად წარდგენა.
კურსი მონაწილეებს დაეხმარება:
შექმნან ვიზუალურად გამართული და პროფესიული პრეზენტაციები;
გამოიყენონ PowerPoint, Canva და AI ინსტრუმენტები პრეზენტაციების სწრაფად და ეფექტურად ასაწყობად;
აუდიტორიისთვის გასაგებად, დამაჯერებლად და ემოციურად წარადგინონ საკუთარი იდეები;
გააუმჯობესონ კომუნიკაცია, სხეულის ენა, ხმის ტემბრი და მოსმენის უნარები;
აირიდონ პრეზენტაციის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომები და „სტოპ სიტყვები“;
გაზარდონ საკუთარი პროფესიული გავლენა, გაყიდვები და კომპანიის პოზიციონირება.
საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის:
მიმღები: ი.მ მარიამ კვიციანი
ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიში: GE91BG0000000589293960
რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 40 40 97- 533 334 234 ან
გაიარეთ რეგისტრაცია ვებზე
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: "ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის კურსი" (დააკლიკეთ კურსის სახელწოდებაზე) ან
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge;
სოც მედია: - (12) Facebook
ტრენერი: მარიამ კვიციანი
მარიამ კვიციანი გახლავთ ბიზნესისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, მეწარმე და „ბიზნესის მართვის აკადემიის“ (BMA) დამფუძნებელი. იგი ფლობს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის და ასევე ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს.
მარიამს აქვს 23-წლიანი პროფესიული გამოცდილება მენეჯმენტში, ადმინისტრირებაში, განათლებასა და მეწარმეობაში. 2002 წლიდან 2024 წლამდე იგი საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, 2013-2024 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციულ და ფინანსურ დეპარტამენტს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა:
ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და მართვას;
ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ზედამხედველობას;
ლოჯისტიკური მიმართულებებისა და IT საკითხების კოორდინაციას.
2024 წლიდან იგი აქტიურად უძღვება „ბიზნესის მართვის აკადემიას“. მარიამი, როგორც პრაქტიკოსი მეწარმე, წარმატებულ ბიზნესებსაც უდგას სათავეში: 2008 წელს მან თანადამფუძნებლის სტატუსით შექმნა დღეს უკვე ცნობილი ბრენდი „ROMA GELATO“, ხოლო 2016 წელს ასევე თანადამფუძნებლებთან ერთად დააფუძნა სასტუმროების ტექსტილისა და აქსესუარების ბიზნესი.
როგორც სერტიფიცირებული ტრენერი, 2017 წლიდან მუშაობს მეწარმეებთან, მენეჯერებთან, სტუდენტებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. მისი ტრენინგები გამოირჩევა პრაქტიკული მიდგომით, ინტერაქტიული სავარჯიშოებითა და რეალური გამოცდილების გაზიარებით. მარიამი საკუთარ პროგრამებში აერთიანებს თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებს, ქოუჩინგის ინსტრუმენტებს და NLP-ის ტექნიკებს, ასევე სწავლის პროცესში აქტიურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოებს.
ტრენინგზე „ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის კურსი“, მარიამი მონაწილეებს გააცნობს პრეზენტაციების აწყობის ტექნიკურ პროგრამებსა და იმ ფსიქოლოგიურ მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია აუდიტორიის წინაშე წარმატებული გამოსვლისთვის. კურსი მონაწილეებს დაეხმარება კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის განმტკიცებაში, სწორ პოზიციონირებასა და გაყიდვების ზრდაში.
,,მჯერა, რომ იმიჯი ყოველ სიტყვასა და არჩევანში იკვეთება. პრეზენტირება კი არის ის ხიდი, რომელიც თქვენს შინაგან პროფესიონალიზმს გარე სამყაროსთვის ხილვადსა და შთამბეჭდავს ხდის"
---------------------------------
#ეფექტური_პრეზენტაცია
#პრეზენტაციისკურსი
#PresentationSkills
#PublicSpeaking
#PowerPoint
#Canva
#AIინსტრუმენტები
#კომუნიკაციისუნარები
#საჯაროგამოსვლა
#პროფესიულიგანვითარება