დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

Stop სიტყვები და მათი ჩანაცვლების ტექნიკები ბიზნეს კომუნიკაციაში — 2-საათიანი პრაქტიკული სემინარი

ტრენინგები - რბილი უნარები (Soft Skills) / ლიდერობა / კომუნიკაცია / მოტივირება და პიროვნული განვითარება

29n

მიმდინარეობს რეგისტრაცია  "Stop სიტყვები და მათი ჩანაცვლების ტექნიკები ბიზნეს კომუნიკაციაში — 2-საათიანი პრაქტიკული სემინარი"  

  • 📅 როდის? 27 ივნისი, 20:00 საათი 
  • 📍 სად? ZOOM (ონლაინ) 
  • ⏳ ხანგრძლივობა: 2 საათი
  •  💰 ღირებულება: 29 ლარი

💡 რას ვისწავლით 2 საათში?

  • შედეგის შემფერხებელ სიტყვებს: იმ ფრაზების იდენტიფიცირებას, რომლებიც ბლოკავს კლიენტისა თუ თანამშრომლის ქვეცნობიერს;
  • პოზიტიურ ალტერნატივებს: ნეგატიური და ეჭვის შემცველი ლექსიკის გადაწყობას თავდაჯერებულ ბიზნეს-ენაზე;
  • წინააღმდეგობის განეიტრალებას: განსხვავებული აზრის, ფასისა თუ უარის დაფიქსირებას „არა“-სა და „მაგრამ“-ის გარეშე;
  • სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას: მართვისა და გაყიდვების მზა ქეისებს (სიტყვების ჩამნაცვლებელებს) დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის.

 

📌 სემინარი განკუთვნილია:

  • მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის, ვისაც სურს თანამშრომლებთან სწორი მოტივაციისა და დავალებების გაცემის ენის აწყობა;
  • გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს კონვერტაციის გაზრდა და პრეტენზიების მარტივად მართვა;
  • ბიზნესის დამფუძნებლებისა და სტარტაპერებისთვის, ვინც თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებსა თუ ინვესტორებთან;

სემინარის სპიკერის შესახებ: მარიამ კვიციანი

ბიზნესისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, „ბიზნესის მართვის აკადემიის“ (BMAcademy) დამფუძნებელი, ბიზნეს-ქოუჩი და მეწარმე.

მარიამ კვიციანი არის მენეჯმენტისა და სტრატეგიული კომუნიკაციის 23-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი. მან ზუსტად იცის, როგორ მუშაობს სიტყვის ძალა უმაღლეს დონეზე — როგორც მსხვილ ბიზნესში, ისე კრიზისულ სახელმწიფო სტრუქტურებში.

რატომ არის მისი გამოცდილება უნიკალური?

კომუნიკაციისა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა: საჯარო სექტორში მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, მარიამმა გაიარა გზა სხვადასხვა პოზიციიდან პრესტიჟულ — ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობამდე. ამ პერიოდში ის წარმატებით მართავდა მასშტაბურ, 130-ზე მეტ თანამშრომლიან გუნდთან და    წამყვან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (EU, USAID, UNDP) უღთიერთობებს. კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კრიზისების მართვის ყველა ინსტრუმენტი მან პირველ პირებთან და უმაღლესი რანგის მენეჯერებთან ყოველდღიური, პირდაპირი გადაკვეთით პრაქტიკაში გამოსცადა.

სამეწარმეო ხედვა: ის არ არის მხოლოდ თეორიტიკოსი. მარიამი 2008 წლიდან ცნობილი ბრენდის, „ROMA GELATO“-ს, და სასტუმროების მომწოდებელი მსხვილი კომპანიის თანადამფუძნებელია, რაც მას ბიზნესის რეალური გამოწვევების პირდაპირ ხედვას აძლევს.

ძლიერი აკადემიური ბაზისი: ფლობს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს, რაც მის მიდგომებს საოცრად ლოგიკურსა და სტრუქტურირებულს ხდის, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს.

საკუთარი მისიის — სხვების განვითარების მიზნით, მარიამმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პრესტიჟული თანამდებობა და დააფუძნა BMAcademy. თავის სატრენინგო პრაქტიკაში ის ოსტატურად აერთიანებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას (NLP), ქოუჩინგსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) უახლეს ხელსაწყოებს.

მარიამის 2-საათიანი სემინარი დაფუძნებულია მხოლოდ პრაქტიკულ ქეისებზე, მათემატიკურ სიზუსტესა და რეალურ ცხოვრებაში გამოცდილ ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებზე.

საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის: 
მიმღები: ი.მ მარიამ კვიციანი
ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიში: GE91BG0000000589293960

რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 40 40 97- 533 334 234 ან

გაიარეთ რეგისტრაცია ვებზე
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია "Stop სიტყვები და მათი ჩანაცვლების ტექნიკები ბიზნესში — 2-საათიანი პრაქტიკული სემინარი"   (დააკლიკეთ კურსის სახელწოდებაზე) ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge;

სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

----------------------------------------------------------

#Stopსიტყვები #სიტყვებისჩანაცვლება #ბიზნესკომუნიკაცია #ეფექტურიკომუნიკაცია #სემინარიმენეჯერებისთვის #ბიზნესსემინარი #ონლაინსემინარი

 



wishlistსურვილების სიაში დამატება