დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

გაყიდვების სტრატეგიების და გეგმების შემუშავება გაყიდვების მენეჯერებისთვის

ტრენინგები - ფინასები/შესყიდვები/გაყიდვები

450n

„გაყიდვების სტრატეგიების და გეგმების შემუშავება გაყიდვების მენეჯერებისთვის“

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი
ტრენინგის ღირებულება: ერთ მონაწილეზე   აღნიშნული ტრენინგის სტანდარტული ღირებულება შეადგენს 450 ლარს (კორპორატიულ კლიენტებზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები)

ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარებათ არსებული სიტუაციის ანალიზში, ეფექტური გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და კონკრეტული გაყიდვების გეგმების შექმნაში.

კურსი უზრუნველყოფს პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რომელიც აუცილებელია გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვისთვის.

ეს ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ გაყიდვების მენეჯერებს მიაწოდოს პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად მართონ გაყიდვების პროცესი და უზრუნველყონ კომპანიის მდგრადი ზრდა.

კურსის შინაარსი
მოდული 1: სიტუაციური ანალიზი და მონაცემთა მართვა (4 საათი)

  • მონაცემთა მოძიება და ანალიზი
  • სარეალიზაციო არხების ეფექტურობა
  • სამიზნე სეგმენტები და მომხმარებლის პროფილი
  • კონვერსიის მაჩვენებელი

მოდული 2: სტრატეგიის შემუშავება (6 საათი)

  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
  • ბენჩმარკინგი: ბაზრის ლიდერების საუკეთესო გაყიდვების პრაქტიკების შესწავლა
  • პროდუქტის/სერვისის პოზიციონირება
  • გრძელვადიანი გაყიდვების სტრატეგიის ფორმულირება 

მოდული 3: გაყიდვების გეგმის შექმნა და მართვა (6 საათი)

  • SMART მიზნების დასახვა
  • გაყიდვების გეგმის შემუშავება
  • გეგმის კონტროლი და მონიტორინგი
  • მაკორექტირებელი ღონისძიებები

ტრენინგის მეთოდოლოგია და ფორმატი

  • ინტერაქტიული ლექციები და დისკუსიები
  • ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები
  • რეალური ბიზნეს-ქეისების განხილვა
  • სიტუაციური ამოცანების ამოხსნა

მოსალოდნელი შედეგები - კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • სიღრმისეულად გააანალიზონ გაყიდვების არსებული სიტუაცია და გამოავლინონ ზრდის შესაძლებლობები.
  • შეიმუშავონ ეფექტური და რეალისტური სტრატეგიები.
  • შექმნან კონკრეტული გაყიდვების გეგმები და მართონ მათი განხორციელება.
  • მართონ გაყიდვების პროცესი მიზანმიმართულად და შედეგზე ორიენტირებულად.
  • უზრუნველყონ გაყიდვების გუნდის პროდუქტიულობის ზრდა.

აუცილებელი ინფორმაცია: ტრენინგის მონაწილეებს მოეთხოვებათ Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა

 


მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ თქვენი ტრენერი – მარიამ კვიციანი.

მარიამი გახლავთ ბიზნესის მართვის აკადემიის (BMAcademy) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ის არის სერტიფიცირებული ტრენერი ბიზნესისა და პიროვნული ზრდის მიმართულებით, რომელსაც აქვს 8-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და 30-ზე მეტი უნიკალური ტრენინგ კურსის ავტორია.

მარიამის 16-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მის ტრენინგებს განსაკუთრებულ პრაქტიკულ ღირებულებას სძენს. გარდა ამისა, ის არის წარმატებული ქართული ბრენდების, ROMA GELATO-სა და HOTEL ACCESSORIES-ის თანადამფუძნებელი.

მარიამის ხელმძღვანელობით თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ, პრაქტიკულ ინსაიტებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაყიდვების თანამედროვე ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებაში. ეს ცოდნა გააძლიერებს თქვენს პროფესიულ უნარებს, რაც წარმატებულ გაყიდვებსა და ლიდერობაში დაგეხმარებათ.

კურსის შესაძენად დაგვირეკეთ 591 405-106 ან გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე -

რეგისტრაციის წესები:

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

  • საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის:
  • მიმღები: შპს ,,ბიზნესის მართვის ცენტრი"
  • ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
  • ბანკის კოდი: BAGAGE22;  ა/ა GE73BG0000000192547600

ტელ: 591405106:
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

_________________________________________________________________

#გაყიდვები #გაყიდვებისსტრატეგია #გაყიდვებისგეგმა #გაყიდვებისმენეჯერი #ტრენინგი #ბიზნესტრენინგი #მენეჯმენტი #ბიზნესი #კორპორატიულიგანათლება #პიროვნულიგანვითარება #BMAcademy  #SalesTraining #SalesStrategy #SalesManagement #SalesPlanning #BusinessTraining #CorporateTraining #LeadershipDevelopment #ProfessionalGrowth #BMacademy #BusinessSkills



wishlistსურვილების სიაში დამატება