ჩვენი HR კურსის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ თითოეული სტუდენტისთვის რეალური შესაძლებლობების კარის გაღება. დღეს გაზიარებთ კურსდამთავრებულის შთამბეჭდავ გამოცდილებას, რომელიც საუკეთესოდ ასახავს იმ ტრანსფორმაციას, რასაც ეს სასწავლო პროგრამა გთავაზობთ.
HR სფერო მრავალფეროვანია, თუმცა სწორი სწავლების მეთოდოლოგია ეხმარება სტუდენტებს, იპოვონ საკუთარი ინტერესის სფერო და სწორედ იქ განვითარდნენ.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული, ანი ბირბიჭაძე ღიად და ამომწურავად საუბრობს „ბიზნესის მართვის აკადემიის“ HR მენეჯმენტის 3-თვიან პროგრამაზე. ის პირდაპირ პასუხობს იმ საკვანძო კითხვებს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ პოტენციურ მონაწილეებს.
გაეცანით კურსდამთავრებულის რეალურ გამოცდილებას და გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება ეს პროგრამა მონაწილეებს HR სფეროში წარმატებული სტარტისა თუ დაწინაურებისთვის და
რატომ არის ეს პროგრამა გამორჩეული, რა ღირებულება მოაქვს მას პროფესიული ზრდისთვის.
„HR კურსის დასრულების შემდეგ აქტიურად დავიწყე HR-ის მიმართულებით განვითარება, განსაკუთრებით მაინტერესებს Recruitment/Talent Acquisition, და კურსიდან მიღებული სიღრმისეული ცოდნიდან გამომდინარე, ახლა უკვე აქტიურად ვეძებ პროფესიულ შესაძლებლობებსა და პირდაპირ დასაქმებას.“ -ამბობს ანი ბირბიჭაძე
ჩვენი კურსის სტრუქტურა აგებულია ისე, რომ რთული საკითხებიც კი მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი გახდეს.
„ყველაზე მეტად დამეხმარა თეორიული მასალის პრაქტიკულ მაგალითებთან დაკავშირება, ასევე მასალების სტრუქტურული ფორმა ამარტივებდა ინფორმაციის ეტაპობრივად ათვისებას.“ - თქვა კურსდამთავრებულმა ანი ბირბიჭაძემ
სწავლის პროცესში მიღებული პრაქტიკული ცოდნა პირდაპირ ასახვას პოულობს პროფესიულ თავდაჯერებულობაზე.
„HR-ის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნა, პროცესების უფრო სტრუქტურირებული ხედვა, უფრო მკაფიო კარიერული მიმართულება, განსაკუთრებით Recruitment/Talent Acquisition-ში.“ - ამბობს HR კურსდამტავრებული , ანი ბირბიჭაძე
„თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კანდიდატების შეფასების პროცესის უფრო სტრუქტურირებულად დანახვა, HR სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მიმართ მეტი თავდაჯერებულობის გამომუშავება.“
კურსი არ არის მხოლოდ თეორიული ლექციების კრებული — ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
„ჩემი მიდგომა უფრო სტრუქტურირებული და მიზანმიმართული გახდა, მაგალითად კანდიდატის შეფასებისას უკვე უფრო მკაფიოდ ვითვალისწინებ პოზიციის მოთხოვნებს, კანდიდატის შესაბამისობასა და შეფასების კრიტერიუმებს.“ - თქვა ანი ბირბიჭაძემ
თუ გსურთ, რომ კურსის დასრულებისთანავე იყოთ მზად რეალური გამოწვევებისთვის და წარმატებით გაიაროთ გასაუბრებები, ეს პროგრამა სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.
„მთავარი შედეგი ჩემთვის არის ის, რომ უკეთ გავიაზრე HR-ის რეალური სამუშაო პროცესები და უფრო მკაფიოდ განვსაზღვრე ჩემი კარიერული მიმართულება. მიღებულ ცოდნას ასევე ვიყენებ HR სტაჟირებებისა და სამუშაო შესაძლებლობებისთვის მომზადების პროცესში.“ - ამბობს HR კურსის კურსდამტავრებული , ანი ბირბიჭაძე
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტუდენტების უკუკავშირი. ვამაყობთ შექმნილი გარემოთი და მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე.
არ გადადოთ თქვენი პროფესიული ზრდა. შეუერთდით HR კურსის ახალ ნაკადს, შეიძინეთ პრაქტიკული ცოდნა, გაიარეთ რეალური ქეისები და გახდით მოთხოვნადი პროფესიონალი შრომის ბაზარზე!
რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 405-106 ან
➡️გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე ადამიანური რესურსების მართვის (HRM) - კურსი (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე) ან
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
გაიცანით ტრენერები: ექსპერტთა გუნდი თქვენი პროფესიული ზრდისთვის
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია Business Management Academy/ბიზნესის მართვის აკადემია
_________________________
#HR #HRManagement #ადამიანურირესურსებისმართვა #HumanResources
#სასწავლოკურსები #ტრენინგი #კარიერა #განვითარება #პროფესიულიიზრდა #სწავლისშანსი #სერტიფიკატი