დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

SALE

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების კურსდამთავრებულის შეფასება

მონაწილეების შეფასებები

550 350n

პროფესიული განვითარება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების საძირკველია, განსაკუთრებით მაშინ, საქმე ეხება ისეთ კომპლექსურ სფეროს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები. ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტმა, სოფიო ჭიოკაძემ კურსის დასრულების შემდეგ გულწრფელად შეაჯამა ტრენინგის გავლის შედეგები და იმ ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი ყოველდღიური სამუშაო პროცესი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. 

"უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერს პროფესიონალურად დაგეგმილი და მაღალ დონეზე ჩატარებული სასწავლო პროცესისთვის. ტრენინგმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, მომცა როგორც თეორიული,  ისე პრაქტიკული ცოდნა და მნიშვნელოვნად ამიმაღლა პროფესიული კომპეტენცია სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების მიმართულებით. თითოეული შეხვედრა იყო  
საინტერესო, შინაარსიანი და რეალურ პრაქტიკაზე ორიენტირებული, რის გამოც მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე ეფექტურად გამომადგება" - ამბობს კურსდამთავრებული სოფიო ჭიოკაძე 


ეფექტიანი განათლების მთავარი საიდუმლო სწორად შერჩეულ ფორმატსა და სტრუქტურირებულ მასალაშია. როგორც კურსდამთავრებული  სოფიო
აღნიშნავს, სწავლის პროცესი მაქსიმალურად იყო მორგებული რეალურ საჭიროებებზე: 

"ტრენინგის ფორმატი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, თანმიმდევრული და პრაქტიკაზე ორიენტირებული. სასწავლო მასალა იყო სრულყოფილი, გასაგები და რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა თემების აღქმა და პრაქტიკაში გამოყენება "- თქვა კურსდამთავრებულმა  


სისტემურმა სასწავლო პროცესმა, როგორც კურსამთვრებულ სოფიო ჭიოკაძე ამბობს ზუსტად ის ინსტრუმენტები მისცა, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაზე მეტად არის საჭირო.  

" კურსის გავლის შედეგად მივიღე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის საფუძვლიანი და პრაქტიკული ცოდნა, შესყიდვების პროცესების სწორად დაგეგმვისა და ადმინისტრირების უნარები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა და ასევე რამაც მთავარი შედეგი გამოიღო თავდაჯერება შემმატა.“ - ამბობს კურსდამთავრებული სოფიო ჭიოკაძე

პროგრამამ წარმატებით უპასუხა იმ მთავარ გამოწვევებს, რომლებსაც შესყიდვების სპეციალისტები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. კურსის წყალობით საფუძვლიანად გაღრმავდა ცოდნა პროცედურების შესახებ, მოხდა ელექტრონული სისტემის გამოყენების სრულყოფილად ათვისება და, რაც მთავარია, პრაქტიკული შემთხვევების განხილვის საფუძველზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

"ყველა ამ ფაქტორმა უშუალოდ აისახა მუშაობის სისწრაფესა და ხარისხზე: 
გახდა უფრო სწრაფი, ეფექტიანი და სისტემური. უკეთ გავერკვიე სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების პროცესებში, რის შედეგადაც  გადაწყვეტილებებს უფრო თავდაჯერებულად და ნაკლები დროის დანახარჯით ვიღებ. მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა კანონმდებლობის  
პრაქტიკაში გამოყენების უნარი, დავხვეწე შესყიდვების დაგეგმვისა და დოკუმენტების  მომზადების მიდგომები, ხოლო პრაქტიკული მაგალითების განხილვამ მომცა შესაძლებლობა მიღებული ცოდნა უშუალოდ ყოველდღიურ საქმიანობაში გამომეყენებინა. შედეგად, გაიზარდა  ჩემი პროფესიული ეფექტიანობა და მუშაობის ხარისხი" - თქვა შესყიდვების სპეციალისტმა და კურსდამთავრებულმა სოფიომ

მიღებულმა ცოდნამ თეორიული სივრციდან მყარად გადაინაცვლა რეალურ საქმიანობაში და თვალსაჩინო პრაქტიკული შედეგებიც მოიტანა: "კურსზე მიღებული ცოდნა უკვე გამომადგა ყოველდღიურ საქმიანობაში. უფრო თავდაჯერებულად და ეფექტიანად ვმართავ სახელმწიფო შესყიდვების პროცესებს, უკეთ ვაანალიზებ საკანონმდებლო მოთხოვნებს და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს უფრო სწორად ვიღებ" - ამბობს კურსდამთავრებული სწორედ ამიტომ, ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ წარმომადგენელი ამ კურსს სრული ნდობითა და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უწევს რეკომენდაციას

"ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის, პროფესიონალურად ჩატარებული და პრაქტიკულად ღირებული ტრენინგი. მიღებულმა ცოდნამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი და მნიშვნელოვნად შემიმატა პროფესიული კომპეტენცია. განსაკუთრებული მადლობა ტრენერს პროფესიონალიზმის, დეტალური ახსნებისა და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის. ამ კურსს აუცილებლად ვურჩევ ყველას, ვინც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობს ან გეგმავს საქმიანობის დაწყებას, რადგან მიღებული ცოდნა რეალურად გამოსადეგია ყოველდღიურ პრაქტიკაში." - ამბობს კურსდამთავრებული და შესყიდვების სპეციალისტი სოფიო

კურსზე რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 40 40 97- 533 334 234 ან

 

გაიარეთ რეგისტრაცია ვებზე
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია:,,სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება" (google.com)  ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge;

სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663



wishlistსურვილების სიაში დამატება