ლიდერობა და მართვა 3600 - სრულყოფილი მენეჯმენტის ინსტრუმენტები - კორპორატიული ტრენინგი. ეს კორპორატიული ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ მენეჯერული გუნდის გაძლიერებას და ლიდერული პოტენციალის განვითარებას.
ჩვენი კურსი აერთიანებს მენეჯმენტის ოთხ ძირითად ფუნქციას – დაგეგმვას, ორგანიზებას, ლიდერობასა და კონტროლს – რაც ქმნის 360-გრადუსიან ციკლს, რომელიც მიზნის მიღწევის ყველა ეტაპს მოიცავს.
ტრენინგის მეშვეობით, თქვენი გუნდი შეძლებს ამ ციკლის სრულყოფილად ათვისებას და ეფექტური მართვის ინსტრუმენტების დანერგვას.
კურსის განმავლობაში, მონაწილეები დაეუფლებიან:
• მენეჯმენტის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სტრატეგიულ დაგეგმვას – ისწავლიან ორგანიზაციული მიზნების ეფექტურად დასახვასა და საჭიროებების იდენტიფიცირებას.
• გუნდურ მუშაობასა და ოპერაციების მართვას – შეისწავლიან, როგორ შექმნან ძლიერი და პროდუქტიული გუნდები, ასევე როგორ მართონ ოპერაციული პროცესები ეფექტურობის გასაზრდელად.
• თანამედროვე ლიდერობასა და ცვლილებების მართვას – განავითარებენ ლიდერისათვის აუცილებელ უნარებს, მათ შორის ემოციურ ინტელექტს, რაც გადამწყვეტია ორგანიზაციული ცვლილებების დროს.
• ეფექტურ კომუნიკაციას, დელეგირებასა და მოტივაციას – აითვისებენ კომუნიკაციის, დელეგირებისა და თანამშრომლების მოტივირების საუკეთესო პრაქტიკებს.
• სტრატეგიულ კონტროლსა და ადამიანური რესურსების განვითარებას – გაეცნობიან KPI-ების მონიტორინგის მეთოდებს და HR ინსტრუმენტებს, როგორებიცაა 360-გრადუსიანი შეფასება.
კურსი მოიცავს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიტუაციურ ამოცანებსა და როლურ თამაშებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში დანერგონ.
✔️ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, კურსის შეკვეთის შემდეგ, დეტალური სილაბუსი გადმოგეგზავნებათ.
👉 კურსი განკუთვნილია ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. მისი ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჩვენს, ისე დამკვეთის ოფისში ან სხვა შეთანხმებულ სივრცეში.
👉 ჯგუფი შედგება 8-დან 12-მდე მონაწილისგან.
👉 კურსის ხანგრძლივობაა 20 საათი.
👉ერთი მონაწილის საფასური (სტანდარტული ფასი 1900 ლარი) კორპორატიული ფასი 1695 ლარი.
ლიდერობა და მართვა 360 გრადუსი: სტრატეგიული მენეჯმენტის ინსტრუმენტები მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ტრენერი, მარიამ კვიციანი, ბიზნესისა და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMAcademy-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მარიამი აერთიანებს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და მყარ აკადემიურ ცოდნას, რაც მას უნიკალურ და პრაქტიკოს ტრენერად აქცევს. ის ასევე წარმატებული მეწარმე და რამდენიმე ცნობილი ქართული ბრენდის, მათ შორის ROMA GELATO (2008) და HOTEL ACCESSORIES (2016) თანადამფუძნებელია, რომლებიც დღემდე წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. მარიამს 16 წელზე მეტი მენეჯერული და ლიდერული გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მისი სრულყოფილი ცოდნა ადმინისტრაციულ, ფინანსურ, ლოჯისტიკურ, მარკეტინგულ და ლიდერობის საკითხებში ეფუძნება როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ისე აკადემიურ ცოდნას. როგორც სერტიფიცირებული ტრენერი, 9-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, მარიამი 30-ზე მეტი უნიკალური ტრენინგ კურსის ავტორია. ის ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) და მათემატიკის აკადემიურ ხარისხებს, გავლილი აქვს ტრენერთა საერთაშორისო მოსამზადებელი და ქოუჩინგის პროგრამები. მარიამის ხელმძღვანელობით, თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი მენეჯერისთვის. ტრენინგი მოიცავს მართვის სრულ ციკლს.
🎓კურსის ორგანიზატორია "ბიზნესის მართვის აკადემია"
რეგისტრაციის წესები:
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 591405106:
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
_____________________
#კორპორატიულიტრენინგი #მენეჯმენტი #თანამედროვემენეჯმენტი #თანამედრომენეჯმენტი #მენეჯმენტიკურსი
#მენეჯერებიშემსწავლელიკურსი
#ეფექტურიმენეჯმენტი #ტრენინგიმენეჯერებისთვის
#კარიერულიგანვითარება #პროფესიულიგანვითარება
#ონლაინტრენინგი #ონლაინკურსები #სერტიფიცირებულიკურსი