დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

თანამედროვე მენეჯმენტი, ბიზნეს აღრიცხვა და AI ინტეგრაცია პრაქტიკაში

ტრენინგები - მენეჯმეტი / ორგანიზება / ადმინისტრირება

850n

თანამედროვე მენეჯმენტი, ბიზნეს აღრიცხვა და AI ინტეგრაცია პრაქტიკაში

ინდივიდუალური 3-თვიანი კურსი მეწარმეებისთვის

გაყიდვები და მარკეტინგი კარგად იცი, ფინანსები და მართვა კი ჯერ ქაოსია? ამ კურსზე შენს რეალურ ბიზნესზე ააწყობ სისტემას, რომელიც ციფრებს გაკონტროლებინებს და დროს გაზოგინებს.

„აქ არ არსებობს შეუსაბამო კითხვა. შენი ბიზნესი, შენი ტემპი, შენი ცხრილები, გვერდით არავინ გიყურებს."


პირველი შეხვედრა უფასოა

კურსი ტარდება ადგილზე, თბილისში, ს. ჩიქოვანის #4-ში. მოდი პირველ შეხვედრაზე, გაეცანი ფორმატს, ტრენერებს და ჩვენი მუშაობის სტილს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე, გინდა თუ არა გაგრძელება. არავითარი ვალდებულება.


მოკლედ კურსის შესახებ

   
ფორმატი ინდივიდუალური, შენს რეალურ ბიზნესზე
ხანგრძლივობა 3 თვე (თვეში 9 შეხვედრა, სულ 27)
შეხვედრა 1-1,5 საათი, შენთვის მოსახერხებელ დღეებსა და საათებში
ადგილი თბილისი, ს. ჩიქოვანის #4
დაწყება ნოემბერი
ფასი 850 ლარი თვეში
სერტიფიკატი გაიცემა კურსის დასრულების შემდეგ

ვისთვის არის ეს კურსი?

  • მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებსაც გაყიდვები გამოსდით, მაგრამ ფინანსებში „მიახლოებით" ერკვევიან
  • მაღაზიების, ონლაინ ბიზნესებისა და მცირე კომპანიების მფლობელებისთვის
  • მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, სად მიდის ფული და მართლა მოაქვს თუ არა ბიზნესს მოგება
  • მათთვის, ვისაც ჯგუფში კითხვის დასმა ერიდება და სწავლა საკუთარი ტემპით ურჩევნია

რას მიიღებ კურსის დასრულებისას

✅ ფინანსურ წესრიგს. თავად აკონტროლებ კასას, ხარჯებს და რეალურ მოგებას, ციფრები აღარ გაშინებს.

✅ ფასწარმოქმნას და თვითღირებულებას. დაინახავ, სად იწყება ზარალი და რომელი პროდუქტი გიმუშავებს რეალურად.

✅ სისტემას ქაოსის ნაცვლად. ბიზნესი „ხანძრების ჩაქრობიდან" სტრუქტურულ მართვაზე გადადის.

✅ Excel + AI ერთ სისტემაში. ისწავლი ყველაფრის ერთმანეთთან ინტეგრაციას. AI გიკეთებს ცხრილების ანალიზს, ქეისების მომზადებას და რუტინულ სამუშაოს.

✅ 15-წუთიან ყოველკვირეულ Dashboard-ს. ყოველ ორშაბათს ერთ ეკრანზე ხედავ ბრუნვას, სუფთა მოგებას, თანხას კასაში და დავალიანებებს.

✅ საკუთარი ბიზნესის მართვის მოდელს. კურსის ბოლოს გაქვს მზა სისტემა და არა მხოლოდ ცოდნა.


კურსის პროგრამა

მოდული I (1-ლი თვე): ბაზისური წესრიგი

მიღებული შედეგი: ბიზნესის ციფრებს ხედავ და გესმის. იცი, სად მიდის ფული და მოაქვს თუ არა ბიზნესს რეალური მოგება.

პირველ თვეში ქაოსს წესრიგით ვცვლით. გამოარჩევ რეალურ მოგებას, დაინახავ, რა გიჯდება თითოეული პროდუქტი და რა ფასი უნდა დადო, რომ ზარალზე არ იმუშაო. ააწყობ მარტივ ყოველდღიურ აღრიცხვას, გაიგებ გადასახადებისა და ვადების ლოგიკას და სიმშვიდით დათვლი ხელფასებს.

მოდული II (მე-2 თვე): „მოვლილი ბიზნესი"

მიღებული შედეგი: გაქვს კონტროლი საწყობზე, ვალებსა და ფულზე. ბიზნესის ფინანსები დაცულია რთული პერიოდებისგან.

მეორე თვეში ბიზნესს მოვლილ და მართვად სახეს ვაძლევთ. აღმოაჩენ დანაკლისს, სანამ დიდ ზარალად იქცევა, დაალაგებ ვალებს და გამიჯნავ ბიზნესის ფულს პირადისგან. გაიგებ, რატომ შეიძლება ბიზნესი მოგებიანი იყოს და ფული მაინც არ გქონდეს, და შექმნი ფინანსურ ბალიშს რთული სეზონებისთვის.

მოდული III (მე-3 თვე): მართვა და AI

მიღებული შედეგი: ბიზნესს მართავ სისტემით და არა ხანძრების ჩაქრობით. გაქვს მზა მართვის მოდელი და AI გიმსუბუქებს რუტინულ სამუშაოს.

მესამე თვეში ყველაფერს ერთ სისტემად ვაერთიანებთ. გაზომავ, რამდენს გიბრუნებს რეკლამასა და ბიზნესში ჩადებული ფული, ააწყობ 15-წუთიან ყოველკვირეულ მართვის პულტს და ხელოვნურ ინტელექტს დაავალებ ცხრილების ანალიზს და რუტინულ სამუშაოს. კურსის ბოლოს გექნება საკუთარი ბიზნესის მზა მართვის მოდელი.


რატომ ინდივიდუალური ფორმატი?

  • თავისუფლად სვამ კითხვებს. არავინ გიყურებს და არავინ გაფასებს.
  • ტემპი შენია. არ გიწევს სხვის მოლოდინს მოერგო.
  • მუშაობ შენს რეალურ ციფრებზე. არა სასწავლო მაგალითებზე, არამედ შენს ბიზნესზე.
  • გრაფიკი შენზეა მორგებული. დღეებსა და საათებს ერთად ვარჩევთ.

როგორ დარეგისტრირდე

1. დაამატე ტრენინგი კალათაში 🛒 და გაიარე რეგისტრაცია, როგორც პროდუქტის ყიდვისა ან დაგვირეკე 591 405-106 და დაჯავშნე პირველი უფასო ვიზიტი

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: შპს „ბიზნესის მართვის ცენტრი"
ბანკი: სს „საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა: GE73BG0000000192547600


ხშირად დასმული კითხვები

მჭირდება თუ არა Excel-ის წინასწარი ცოდნა?
არა. ყველაფერს ნულიდან გავივლით, შენი ტემპით.

შემიძლია კურსი ჩემთვის მოსახერხებელ დროს გავიარო?
დიახ, შეხვედრების დღეებსა და საათებს ერთად ვადგენთ.

გაიცემა თუ არა სერტიფიკატი?
დიახ, კურსის დასრულების შემდეგ.

მართლა უფასოა პირველი შეხვედრა?
დიახ. პირველი შეხვედრის შემდეგ თავად წყვეტ, გააგრძელებ თუ არა.

 



wishlistსურვილების სიაში დამატება