წარმატებით დასრულდა "ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებული 3-თვიანი ინტენსიური პროგრამა - „HR მენეჯმენტის სრული კურსი“ - შემაჯამებელმა შეხვედრამ, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასწავლო პროცესის ეფექტიანობა და მონაწილეთა მაღალი ჩართულობა.
შეხვედრა გამორჩეულად პოზიტიურ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. კურსის მონაწილეები აქტიურად აზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, გულწრფელად აფასებდნენ მიღებულ ცოდნასა და განვითარებულ პრაქტიკულ უნარებს და განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოხატავდნენ, როგორც სასწავლო პროგრამის ხარისხის, ასევე აკადემიაში შექმნილი პროფესიული და კომფორტული გარემოს მიმართ.
სამთვიანი ინტენსიური სწავლების განმავლობაში - მათ შეიძინეს თანამედროვე HR მენეჯმენტისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ კარიერულ წინსვლასა და ორგანიზაციულ განვითარებაში აქტიურ ჩართულობას.
შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი შრომის, მოტივაციისა და მიღწეული შედეგების ოფიციალური დადასტურებაა.
ჩვენი აკადემიის მიზანია ძლიერი და კონკურენტუნარიანი HR სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ორგანიზაციებში თანამედროვე მიდგომებსა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს დანერგავენ და ადამიანური რესურსების მართვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებენ.
თუ შენც გსურს ამ ძალიან საინტერესო ტრენინგზე დასწრება, მაშინ დარეგისტრირდი
მადლობას ვუხდით კურსის ხელმღძვანელებს მარიამ კვიციანს, ნინო ბერძენიშვილს და მონაწილეებს გაწეული შრომისათვის და ნაყოფიერი სასწავლო კურსისთვის.
რეგისტრაციის წესები:
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: "HR მენეჯმენტის კურსი" ან
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591405106 - 591 40 40 97
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge;
🌐 ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
__________________________________________
#HR #HRManagement #ადამიანურირესურსებისმართვა
#HRTraining #HRCourse #HRManager