დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

AI-ის ინსტრუმენტების დანერგვის ერთდღიანი ვორქშოპი მედიაში

AI-ის ინსტრუმენტების დანერგვის ერთდღიანი ვორქშოპი მედიაში

📊 AI-ის ცნებებისა და ინსტრუმენტების დანერგვის საფუძვლები მედიაში — ერთდღიანი ვორქშოპი წარმატებით ჩატარდა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლებთან, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს მედიის სფეროში

🧩 ვორქშოპის განმავლობაში განხილული იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები, მათ შორის AI-ის ძირითადი ცნებები, მედიაში გამოყენებადი ინსტრუმენტები, კონტენტის შექმნისა და ანალიზის პროცესების ავტომატიზაცია, ასევე რეალურ სამუშაო პროცესებზე დაფუძნებული მაგალითები.

შეხვედრა გამოირჩეოდა ინტერაქტიული ფორმატით, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომით და მონაწილეთა მაღალი ჩართულობით.

🎓 ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და ორგანიზაციის მხრიდან თანამედროვე ცოდნის დანერგვაზე ზრუნვას

✨ ჩვენი ყველა კურსის მთავარი მიზანია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკაში გამოყენება

რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 405-106; 533 334 234 ან 

➡️გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: "ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლები და პრაქტიკული სწავლება"  (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე) ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

__________-

#AI #course #ხელოვნურიინტელექტი #კურსები #მედია #კორპორატიული #კორპორატიულიტრენინგი