დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მომავალს ქმნის

სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მომავალს ქმნის

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესის მართვის აკადემიას შორის წარმატებული თანამშრომლობა ახალი ეტაპზე გადადის. თანამშრომლების პროფესიული განვითარების კურსის დასრულებამ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვნად აფასებს ორივე ინსტიტუტი განათლების ხარისხსა და მომავალი თაობების განვითარებას.

"ყველაზე ჯანსაღი სფერო და ყველაზე საპასუხისმგებლო და ამ დიდ საქმეს უდგახართ სათავეში და თითოეულ ჩვენგაზე, ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩემს შვილებზე პირადად და ამაში დევს თქვენი უზარმაზარი შრომა, ძალიან დიდი მადლობა ტქვენ ამისთვის თითოეული მოქალაქის სახელით და პირადად ჩემი" - ამბობს "ბიზნესის მართვის აკადემიის" დირექტორი და ტრენერი - მარიამ კვიციანი 

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს თანამშრომელთა პროფესიულ სტანდარტების ამაღლებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. პროექტის წარმატებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობასა და ინვესტიციის ღირებულებას სფეროს მომავალში

"დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ძალიან სერიოზული შრომა ჩადეთ ჩვენი თანამშრომელების კარგად მომზადებაში, რომელიც შემდგომში კიდევ მეტს გააკეთებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ" - თქვა სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა - ტრისტან გულბიანმა

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლება აკადემიის მიერ ორგანიზებული 2 თვიანი კურსი "ოფის მენეჯმენტი" წარმატებით დაასრულეს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელიც მათ სამუშაო სტანდარტებსა და სერვისის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს თანამშრომლობა არა ერთჯერადი ღონისძიება, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და დაიწყება 12 დეკემებრიდან 

რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 405-106; 533 334 234 ან 

➡️გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: "ოფის მენეჯერის კურსი" (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე) ან

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

__________________________________

#ოფისმენეჯერი #კარიერულიპროგრესი #ბიზნესისაკადემია #ტრენინგი #სერტიფიკატი #სტაჟირება #დასაქმება #უნარები #ადმინისტრაცია #სპორტისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ბიზნესისმართვისაკადემია