სწავლა ასაკს არ ცნობს - ამის ნათელი მაგალითია "ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებული Excel-ის შემსწავლელი კურსის მონაწილე 76 წლის ოთარ ჩიხლაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა და წარმატებით დაასრულა ტრენინგი.
მისი თქმით, მიუხედავად ასაკისა, სწავლის მოტივაცია და სურვილი დღესაც ისეთივე ძლიერია, როგორც ახალგაზრდობაში.
"76 წლის ვარ და მაინც მოვედი, ვისწავლე და კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი და სასარგებლო კურსია"- ამბობს ის
როგორც ბატონი ოთარი აღნიშნავს, პროგრამამ ბევრი რამ გაახსენა, რაც ადრე დავიწყებული ჰქონდა და ბევრი ახალიც ისწავლა. განსაკუთრებულად კი ტრენერ მარიამის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს
"ბევრი რამე შევისწავლე, რაც დავიწყებულიც მქონდა, ან არ მქონდა ნასწავლი/არ მქონდა გავლილი, ძალიან კარგად ხდება გადმოცემა ქალბატონი მარიამ კვიციანის მიერ (ტრენერი). ძალიან კმაყოფილი ვარ მისი. თემას სანამ ბოლომდე არ გავივლით მანამდე არავითან შემთხვეაში არ მოგეშვებათ და უნდა, რომ ესეც უნდა იცოდე" - თქვა მან
ბატონი ოთარი კურსის ორგანიზატორებსაც მადლობას უხდის იმ თბილი და კომფორტული გარემოსთვის, რომელიც მონაწილეებისათვის არის შექმნილი
„სიტუაციაც ძალიან კარგია ოფისში, ხელის შეწყობა ხდება მათ მიერ ჩვენს მიმართ, რომ უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ თავი" - ამბობს ოთარ ჩიხლაძე
საუბრის ბოლოს ბატონი ოთარი სხვებსაც მოუწოდებს, გამოიყენონ სწავლის შესაძლებლობა და ჩაერთონ "ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებულ სხვა სასწავლო ტრენინგებშიც
"მოვუწოდებდი, ვისაც გავლა უნდა ექსელის და კიდევ სხვა ბევრი თემებია, თქვენთან, რომელსაც ასწავლით: მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის შესწავლა, ვისაც უნდა მოვიდნენ და გაეცნობიან. კმაყოფილი დარჩება სულ ყველა, ვინც არ უნდა მოვიდეს" - თქვა ოთარ ჩიხლაძე
ბატონი ოთარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ განათლება და განვითარება ცხოვრების ყველა ეტაპზე შესაძლებელია - მთავარია სურვილი და გამბედაობა, რომ ახალი ცოდნის მიღების გზა კიდევ ერთხელ გაიარო
კურსის შესაძენად დაგვირეკეთ 591 405-106 ან გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე - რეგისტრაციის წესები:
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ტელ: 591405106:
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
______________________
#თანამედრომენეჯმენტი #მენეჯმენტიკურსი
#მენეჯერებიშემსწავლელიკურსი
#ეფექტურიმენეჯმენტი #ტრენინგიმენეჯერებისთვის
#კარიერულიგანვითარება #პროფესიულიგანვითარება
#ონლაინტრენინგი #ონლაინკურსები #სერტიფიცირებულიკურსი #კურსისშეფასება #შეფასებები