დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

SALE

AI მასწავლებლებისთვის - კურსდამთავრებულის შეფასება

მონაწილეების შეფასებები

250 95n

კურსის — „AI მასწავლებლებისთვის - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სასწავლო მასალების შექმნა“ — დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, პედაგოგმა და კურსდამთავრებულმა უჩა გელხვიიძემ  საკუთარი გამოცდილება გააზიარა. მისი შეფასება ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის დღეს AI-ინსტრუმენტების ფლობა არა უბრალოდ არჩევანი, არამედ აუცილებლობა თითოეული მასწავლებლისთვის.

"ვურჩევ ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდასაც და უფროსი თაობისასაც, რომ თუ რაიმე შიში აქვთ ან რაიმე მიზეზის გამო თავს იკავებენ გადადონ ეს გვერდზე და გაიარონ ეს კურსი იმიტო, რომ დღევანდელ დროში ფიზიკურად ვერავინ ამას გვერდს ვერ აუქცევს, თუ მასწავლებელი გვერდს აუქცევს მისი მოსწავლეები ამას გვერდს არ აუქცევენ და ამიტომ ჯობია ყველამ, რაღაც დოზით ამის შესახებ ინფორმაცია გაიღრმაოს, თუ არ გამოიყენებს მაინც მინინუმ - მე ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, რახანც ჩვენ მასწავლებლები ვართ აქ, თუმცა ზოგადად ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვურჩევდი, რომ ამ კუთხით ცოდნა გაიღრმაოს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე გვინდა თუ არ გვინდა" - ამბობს მასწავლებელი და კურსდამთავრებული უჩა გელხვიიძე 

უჩა იხსენებს, თუ როგორ მიიპყრო ყურადღება კურსის სათაურმა და როგორ იქცა ერთი წერილი დიდი ცვლილებების დასაწყისად

"რის გამოც გადავწყვიტე ტრენინგზე მონაწილეობა, რომ  ის მწირი რესურსები რასაც ხელოვნური ინტელექტიდან ვიყენებდი გავიუმჯობესებდი და კიდევ ახალსაც დავიმატებდი, რაც იმ ჩემს ყოველდღიურ შრომას შეამსუბუქებდა გაამართლა და ძალიან საინტერესო იყო. 

უამრავ მეილს ვიღებ ტრენინგების შემოთავაზების შესახებ. დროის უქონლობის გამო, იმდენად ავტომატურად ვშლი, რომ არც ვკითხულობ ხოლმე. ამ კურსმა, სათაურიდან გამომდინარე, იმდენად დამაინტერესა, რომ წაშლილი დავაბრუნე და პირველი შევინახე, მაშინ ვერ მოვასწარი რეგისტრაცია და შემდგომ მე მოვიწერე, რომ თუ იქნება ეს ტრენინგი კიდევ, აუცილებლად გავივლი იმიტომ რომ
 მჯეროდა და ვგრძნოდი რომ რაღაცას ვაკლდები" - თქვა მასწავლებელმა და კურსდამთავრებულმა უჩა გელხვიიძემ

ბაზარზე არსებული მრავალი თეორიული კურსისგან განსხვავებით, ამ პროგრამის მთავარი აქცენტი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაა. კურსდამთავრებული ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლად ამ შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა

"როგორ გავაუმჯობესო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება  შეიძლება ეს მასაც ეთქვა, მაგრამ რაც ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში გავიარეთ ესე ორგანიზებულად და ასე პრაქტიკულად (კეთებაში), როგორც ჩვენ ვაკეთებდით ყველა პლატფორმაზე თითოეული, როგორ უნდა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში - ალბათ ესე დამოუკიდებლად ვერ გავიდოდი იმ შედეგზე რა შედეგითაც ახლა ვამთავრებ ამ ტრენინგს" - ამბობს მასწავლებელი და კურსდამთავრებული უჩა გელხვიიძე

მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რუტინული, ტექნიკური სამუშაოა, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. კურსმა მონაწილეებს ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრის გზები მისცა და ახალი იდეების შთაგონებად იქცა

„მთავარი, რაც იყო პირველი შეხვედრის მოლოდინი, რომ შემიმსუბუქებს ჩემს ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოს და ტექნიკური მიმართულებით გამიუმჯობესებს და დამიზოგავს დროს - 100%-ით გამართლებული ვამთავრებ.

ვხედავ ყველა იმ შედეგს, უფრო მეტად კიდევ ინსპირაცია გამიჩნდა და დამისახა შემდგომი მოქმედებები, იდეები - რა, როგორ შეიძლება ამ პლატფორმების მეშვეობით უკეთ შევცვალო, თუნდაც ხვალინდელი დღიდან ან მომდევნო წლიდან ჯგუფებთან. ასე რომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, სრულად და გადაჭარბებით გაამართლა იმ მოლოდინებმა, რის გამოც ამ ტრენინგზე არჩევანი შევაჩერე.“ ამბობს კურსდამთავრებული უჩა 

თუ თქვენც გსურთ გაიმარტივოთ ყოველდღიური პედაგოგიური საქმიანობა, დაზოგოთ დრო და აუწყოთ ფეხი თანამედროვე ტენდენციებს, შემოგვიერთდით 30, 31 მაისს და 5 ივნისს მომდევნო ნაკადზე.

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი!
 

რეგისტრაციის წესები:

➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია (დააკლილეთ ტტრენინგის სახელწოდებას)  "AI მასწავლებლებისთვის - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სასწავლო მასალების შექმნის კურსი"
➡️ ან ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 40 40 97- 533 334 234
📩 ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge
🌐 ჩვენი სოც მედია: https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

 

 

 

 

 



wishlistსურვილების სიაში დამატება