მიმდინარეობს რეგისტრაცია კურსზე "ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი მშენებოლობაზე"
🚀 კურსი დაიწყება 2026 წლის 11 მარტიდან
⏳ ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა + 1 შემაჯამებელი შეხვედრა ადგილზე სულ: 7 შეხვედრა
🗓 ტრენინგების დღეები: ორშაბათი და ოთხშაბათი
🕘 დრო: 21:00 საათი
💰 კურსის სრული ღირებულება: 450 ლარი, 650 ლარის ნაცვლად
🎓 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
🌟 საუკეთესო კურსდამთავრებულებს:
🤝 რეკომენდაცია
💼 დასაქმების ხელშეწყობა მოთხოვნის შესაბამისად
🎯რას შეისწავლით კურსის ფარგლებში?
ხარისხის კონტროლის მექანიზმებს: სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოებას: სამუშაო აქტების, ჟურნალებისა და ანგარიშების (რეპორტების) სწორად შედგენას პროექტის სამართლებრივი გამართულობისთვის.
თანამედროვე სტანდარტებს: საერთაშორისო და ეროვნული სამშენებლო ნორმების, რეგულაციებისა და უსაფრთხოების წესების პრაქტიკულ გამოყენებას.
🎯 კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
დასაქმდეთ პრესტიჟულ პოზიციებზე: თავდაჯერებულად დაიკავოთ მაღალანაზღაურებადი თანამდებობები, როგორიცაა ხარისხის მართვის მენეჯერი (QA/QC) ან დამკვეთის ზედამხედველი მშენებლობაზე.
ხარვეზების ზუსტ იდენტიფიცირებას: პროფესიონალურად შეაფასებთ შესრულებულ სამუშაოს, ამოიცნობთ ფარულ დეფექტებს და განსაზღვრავთ მათ გავლენას შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.
სამართლებრივად გამართული დოკუმენტაციის წარმოებას: შეადგენთ ყველა საჭირო აქტსა და ანგარიშს, რაც შექმნის თქვენს სამართლებრივ გარანტიას და დაგიცავთ პასუხისმგებლობისგან ნებისმიერი დავის შემთხვევაში.
დამკვეთის ინტერესებისა და ბიუჯეტის დაცვას: არგუმენტირებულად დაასაბუთებთ, თუ რატომ არ უნდა ჩაიბაროთ უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, რაც პირდაპირ აისახება ფინანსურ დაზოგვასა და პროექტის წარმატებაზე
🎯 ტრენინგის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს:
ხარისხის სტანდარტების იმპლემენტაცია: მეთოდოლოგია, რომლითაც უზრუნველყოფთ შესრულებული სამუშაოების სრულ შესაბამისობას საპროექტო ნახაზებთან და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.
რისკების პრევენცია და მართვა: კრიტიკული ხარვეზების (მაგ: არასწორი არმირება, დაბალი მარკის ბეტონი) ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება, რაც თავიდან აგაცილებთ ფატალურ შეცდომებსა და დამატებით ხარჯებს.
სამართლებრივი რეგულირება: სამშენებლო კოდექსებისა და რეგულაციების პრაქტიკული გამოყენება ობიექტის იურიდიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჯარიმო სანქციების თავიდან ასაცილებლად.
ეფექტური პროფესიული კომუნიკაცია: დამკვეთთან, კონტრაქტორსა და მუშახელს შორის ურთიერთობის მართვა ისე, რომ თქვენი შენიშვნები იყოს ტექნიკურად არგუმენტირებული, ავტორიტეტული და შესასრულებლად სავალდებულო.
🎯ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?
ინჟინერმშენებლებისთვის: მათთვის, ვისაც სურს კარიერული ზრდა, სამუშაოების მართვის გამოცდილების გაღრმავება და სამშენებლო მოედანზე ზედამხედველის პოზიციაზე გადასვლა.
არქიტექტორებისთვის: საავტორო ზედამხედველობის ეფექტურად განსახორციელებლად, რათა პროექტის რეალიზაცია ზუსტად შეესაბამებოდეს საპროექტო გადაწყვეტებს.
პროექტის მენეჯერებისთვის: სამშენებლო ვადების, ხარისხის სტანდარტებისა და ბიუჯეტის ოპტიმალური კონტროლისა და მართვისთვის.
დეველოპერებისა და დამკვეთებისთვის: მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გააკონტროლოს კონტრაქტორი კომპანიების მუშაობის ხარისხი და დაიცვას საკუთარი ინვესტიცია.
სტუდენტებისთვის: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამყარება და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
შეჯამება: ტრენინგის მთავარი მიზანია თეორიული ცოდნის გადაქცევა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტად, რომელიც თქვენ მშენებლობის ხარისხის გარანტად გაქცევთ.
ინფორმაცია ტრენერის შესახებ:
კურსის ხელმძღვანელი არის სამშენებლო სექტორის ექსპერტი, პრაქტიკოსი მენეჯერი და ინჟინერი.
პროფესიული გამოცდილება: სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილე და
სამშენებლო პროექტების მართვის მენეჯერი.
განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
(თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრი.
რეგისტრაციის წესები:
➡️ ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 405-106 ან
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: "ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი მშენებობაზე" (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე)
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge
ტელ: 591 40 51 06; 591 40 40 97
___________________________________________________________________
#ტექნიკურიზედამხედველობა #ხარისხისკონტროლი #მშენებლობა #ხარისხისკონტროლი