დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

SALE

ბიზნესის დაწყება, ორგანიზება და მართვა - ინდივიდუალური კურსი

ტრენინგები - მენეჯმეტი/ლიდერობა/კომუნიკაცია

900 450n

📣 მიმდინარეობს რეგისტრაცია  "ბიზნესის დაწყება, ორგანიზება და მართვა - ინდივიდუალური კურსი" 

👉თარიღი და დრო: ჯგუფური 30 სექტემბრიდან, ინდივიდუალური თქვენთან შეთანხმებით
📚ხანგრძლივობა: 3 თვე
📝ღირებულება: ჯგუფური 400 ლარი თვეში, ინდივიდუალური  450 ლარი  თვეში- 900 ლარის ნაცვლად

🎓კურსის მოკლე აღწერა:
✔️ ეს კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის შექმნა ან არსებულის მართვის გაუმჯობესება.
✔️ პროგრამა მოიცავს ყველა იმ ძირითად ასპექტს, რომელიც საჭიროა წარმატებული ბიზნესის დასაწყებად და სამართავად ან არსებული ბიზნესის გასავითარებლად.

🎯თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ბიზნეს იდეის ფილტრაცია, მოაწყოთ ორგანიზაციული სტრუქტურა, შეიმუშავოთ მარკეტინგული გეგმა, მართოთ ფინანსები და ოპერაციები.
✔️გარდა ამისა, კურსი მოიცავს ციფრული მხარდაჭერისა და ლიდერობის მნიშვნელოვან უნარებს, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი ბიზნესი კონკურენტულ გარემოშიც წარმატებული გახადოთ.

ტრენინგის საგნები და თემატიკა

1. ბიზნესის ორგანიზება (თვე 1) 
✔️ამ მოდულის ფარგლებში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ გარდაქმნათ თქვენი იდეა სტრუქტურირებულ, ოფიციალურ ბიზნესად.

2. მარკეტინგი და გაყიდვები (თვე 2)
✔️ეს მოდული დაგეხმარებათ, მიიზიდოთ და შეინარჩუნოთ კლიენტები. თქვენ შეისწავლით, როგორ გააკეთოთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაცია.

3. სოციალური მედიის მართვა (თვე 2)
✔️თანამედროვე ბიზნესში ციფრული მარკეტინგი გადამწყვეტია. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით სოციალური მედიის პლატფორმების მართვას.

4. ფინანსები (თვე 3)
✔️ფინანსების მართვის გარეშე ბიზნესის არსებობა შეუძლებელია. ეს მოდული დაგეხმარებათ, აკონტროლოთ შემოსავლები და ხარჯები.

5. ოპერაციების მართვა (თვე 3)
✔️ამ მოდულში გაიგებთ, როგორ გააკონტროლოთ ყოველდღიური საქმიანობა.

6. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (HR) (თვე 3)
✔️ამ მოდულში შეისწავლით, როგორ შეარჩიოთ, მოტივირება გაუკეთოთ და განავითაროთ თქვენი გუნდი.

7. ლიდერობა და სტრატეგიული კომუნიკაცია (თვე 3)
✔️წარმატებული ბიზნესის მენეჯერი უნდა იყოს კარგი ლიდერი. ეს მოდული დაგეხმარებათ, მართოთ გუნდი და ითანამშრომლოთ პარტნიორებთან.

👉 ამ ტრენინგის მიმდინარეობისას, თქვენ იმუშავებთ რეალურ ქეისებზე და მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას. კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ გექნებათ არა მხოლოდ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ცოდნა, არამედ სრულყოფილი ბიზნეს გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ პირველივე ეტაპზე სწორი ნაბიჯების გადადგმასა და წარმატების მიღწევაში.

კურსს უძღვება მარიამ კვიციანი

 

ინდივიდუალურ კურსს „ბიზნესის დაწყება, ორგანიზება და მართვა“ უხელმძღვანელებს მარიამ კვიციანი — ბიზნესისა და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMAcademy-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

მარიამი აერთიანებს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და აკადემიურ ცოდნას:

  • წარმატებული მეწარმე: ბიზნესის მართვის აკადემიის დამფუძნებელი BM Academy -  და რამდენიმე წარმატებული ბიზნესის თანადამფუძნებელი. მათ შორის გამოსარჩევია ცნობილი ქართული ბრენდები, ROMA GELATO (2008 წ) და HOTEL ACCESSORIES (2016 წ), რომლებიც დღემდე წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. მარიამის პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში უნიკალურ ცოდნას შესძენს თქვენს კურსს.
  • 16 წლიანი მენეჯერული გამოცდილება: მარიამს აქვს სრული ადმინისტრაციული, ფინანსური, ლოჯისტიკური, მარკეტინგული
    და გაყიდვების საკითხების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
  • სერტიფიცირებული ტრენერი: მარიამს აქვს 9-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და 30-ზე მეტი უნიკალური ტრენინგ კურსის ავტორია. ის ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) და მათემატიკის აკადემიურ ცოდნას, გავლილი აქვს ტრენერთა საერთაშორისო მოსამზადებელი და ქოუჩინგის პროგრამები.

მარიამის ხელმძღვანელობით, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის დაწყების, მართვის, ორგანიზების მენეჯერული, საოფისე და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის.

სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვის მოდულს წაიკითხავს ნინო ხიჯაკაძე — ბიზნესის მართვის აკადემიის (BMAcademy) სოცმედიისა და ვიდეო კონტენტის კრეატორი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 6-წლიანი აქტიური გამოცდილება აქვს.

ნინოს ხელმძღვანელობით, თქვენ შეისწავლით:

  • სოციალური მედიის აწყობა და მართვა: როგორ შექმნათ და მართოთ ბიზნესგვერდები ისე, რომ მათ ეფექტურად მიაღწიონ თქვენს სამიზნე აუდიტორიამდე.
  • კოპირაიტინგი და ვიზუალური კონტენტი: როგორ დაწეროთ მიმზიდველი ტექსტები პოსტებისთვის და შექმნათ ვიდეო თუ ბანერები, რომლებიც მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს.
  • მიზნობრივი აუდიტორია: როგორ გამოარჩიოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და სწორად მოარგოთ მასზე თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია.
  • რეკლამის განთავსება: რა ინსტრუმენტებია საჭირო სოციალურ მედიაში რეკლამის სწორად განსათავსებლად, რათა მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.

კურსის შესაძენად დაგვირეკეთ 591 405-106 ან გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე - რეგისტრაციის წესები:

➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: ბიზნესის დაწყება, ორგანიზება და მართვა - ინდივიდუალური კურსი (დააკლიკეთ სახელწოდებას): "ბიზნესის დაწყება, ორგანიზება და მართვა" და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  

  • საბანკო რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის:
  • მიმღები: შპს ,,ბიზნესის მართვის ცენტრი"
  • ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
  • ბანკის კოდი: BAGAGE22;  ა/ა GE73BG0000000192547600

ტელ: 591405106:
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

_________________________________________________________________

#ბიზნესისკურსი #ბიზნესისდაწყება #ბიზნესისმართვა #ბიზნესმენეჯმენტი #ბიზნესისგანვითარება #მეწარმეობა #ფინანსები #მარკეტინგი #გაყიდვები #სოციალურიმედიისმართვა #ლიდერობა #სტრატეგიულიკომუნიკაცია #ადამიანურირესურსები #ოპერაციებისმართვა #ტრენინგი

 



wishlistსურვილების სიაში დამატება