„ბიზნესის მართვის აკადემიამ“ (BMA) და კომპანია „რომა ჯელატომ“ ოფიციალური მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ხელშეკრულების ფარგლებში, აკადემიის სტუდენტები მიიღებენ ექსკლუზიურ შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში - პარტნიორი კომპანიის 5 მოქმედ ლოკაციაზე განამტკიცონ.
ამ მნიშვნელოვან სიახლესა და სტუდენტებისთვის გახსნილ ახალ პერსპექტივებზე საუბრისას, „ბიზნესის მართვის აკადემიის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ კვიციანი ხაზგასმით აღნიშნავს პრაქტიკული სწავლების აუცილებლობას:
„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ხარისხიან თეორიულ ცოდნასთან ერთად თითოეულ კურსდამთავრებულს მივცეთ რეალურ გარემოში პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობა და გავუხსნათ გზა წინვლისკენ და წარმატებისკენ. ეს მემორანდუმი ჩვენს სტუდენტების აძევს საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია და მათი შრომა პირდაპირ კარიერულ წარმატებაში გადაიზარდოს"
სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, სტაჟირების ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, აკადემიის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ პრიორიტეტი, როგორც უშუალოდ „ბიზნესის მართვის აკადემიის“, ისე „რომა ჯელატოს“ ვაკანსიებზე.
შემოუერთდით ჩვენს უახლოეს კურსებს და გახდით ამ დიდი შესაძლებლობის ნაწილი
სასწავლო პროგრამები - დააკლიკეთ
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა: info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
_________________________
#SalesPRO #გაყიდვებისკურსი #SalesAI #Excel #მემორანდუმი #უერთიერთთანამშრომლობა #სტაჟირება #რომაჯელატო #ბიზნესისმართვისაკადემია