დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

ბიზნესის მართვის აკადემიამ“ და „რომა ჯელატომ“ მემორანდუმი გააფორმეს

ბიზნესის მართვის აკადემიამ“ და „რომა ჯელატომ“ მემორანდუმი გააფორმეს

სტრატეგიული პარტნიორობა: „ბიზნესის მართვის აკადემიამ“ და „რომა ჯელატომ“ მემორანდუმი გააფორმეს

„ბიზნესის მართვის აკადემია“ (BMA) სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადადის. აკადემიის დამფუძნებელმა და დირექტორმა და კომპანია „რომა ჯელატოს“ დირექტორმა  ხელი მოაწერეს ოფიციალურ მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

პრაქტიკული სწავლება რეალურ ბიზნეს-გარემოში

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბიზნესის მართვის აკადემიის სტუდენტები მიიღებენ ექსკლუზიურ შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში განამტკიცონ.

თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • ინტენსიური სტაჟირება: სასწავლო პროგრამების მონაწილეები პრაქტიკულ კურსს „რომა ჯელატოს“ 5 მოქმედ ლოკაციაზე გაივლიან;

  • დასაქმების პრეფერენციები: სტაჟირების ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, აკადემიის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ პრიორიტეტი როგორც უშუალოდ „ბიზნესის მართვის აკადემიის“, ისე პარტნიორი კომპანიის ვაკანსიებზე.

მენეჯმენტის პოზიცია და შეფასებები

"ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელი და დირექტორი:  „ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ხარისხიან თეორიულ ცოდნასთან ერთად თითოეულ კურსდამთავრებულს მივცეთ რეალურ გარემოში პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობა და გავუხსნათ გზა წინვლისკენ და წარმატებისკენ. ეს მემორანდუმი ჩვენს სტუდენტების აძევს საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია და მათი შრომა პირდაპირ კარიერულ წარმატებაში გადაიზარდოს"

 „რომა ჯელატოს“ დირექტორი: „ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების და მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერა. სწორედ ამისთვის ვუერთდებით ამ ინიციატივას და ვქმნით სივრცეს, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკად გადაიქცევა. გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ბევრ წარმატებულ ისტორიას ჩაუყრის საფუძველს. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. მადლობა ნდობისთვის!“

განათლება, პრაქტიკა და კარიერული პერსპექტივა

აკადემიური თეორიის, ინტენსიური პრაქტიკისა და რეალური დასაქმების სინერგია — ეს არის მოდელი, რომლითაც „ბიზნესის მართვის აკადემია“ ბაზარზე კონკურენტუნარიან ლიდერებს აყალიბებს.

შემოუერთდით ჩვენს უახლოეს კურსებს და გახდით ამ დიდი შესაძლებლობის ნაწილი
 სასწავლო პროგრამები - დააკლიკეთ 

➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.

↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.  
ელ.ფოსტა: info@bmacademy.ge 
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663

_________________________

#SalesPRO #გაყიდვებისკურსი #SalesAI #Excel #მემორანდუმი #უერთიერთთანამშრომლობა #სტაჟირება #რომაჯელატო #ბიზნესისმართვისაკადემია