ცოდნა და ზრდა - წარმატება, რომელიც სერტიფიკატშია ჩასმული
წარმატებით დასრულდა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთი დასტურია მათი მიღწევებისა და პროფესიული განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის
ტრენერმა მონაწილეებს მიულოცა მიღწევა და ახალი შესაძლებლობებით სავსე მომავალი უსურვა
საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ნათია ნიგურიანმა გაგვიზიარა. მან ხაზი გაუსვა სწავლების ხარისხსა და იმ პრაქტიკულ სარგებელს, რომელიც კურსმა მისცა:
„მოვედი ამ კურსზე კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად. ჩემი მოლოდინები იყო, რომ შევისწავლიდი ძირფესვიანად, გავივლიდი კურსს, რომელიც შემდეგ აუცილებლად გამომადგებოდა. რა თქმა უნდა, მივიღე ეს შედეგიც — გავიარე სრული კურსი და აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას, გულწრფელად ყველას, რომ მოვიდეს, შეისწავლოს, დაეუფლოს მის პროფესიას და იყოს სერტიფიცირებული.“
სასწავლო პროგრამა სპეციალურად არის ადაპტირებული მიმდინარე ბაზრის მოთხოვნებზე, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა პირველივე დღიდან გამოიყენონ პრაქტიკაში. კურსის წარმატებით დასრულება და შესაბამისი სერტიფიკატის აღება კი მათთვის ახალ პროფესიულ კარებს ხსნის და ზრდის მათ ღირებულებას დამსაქმებლების თვალში.
ჩვენი გუნდი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მზად არის, კვლავაც უზრუნველყოს უმაღლესი სტანდარტის სასწავლო გარემო მათთვის, ვისაც საკუთარი თავის განვითარება და ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურს.
დარეგისტრირდით ახლავე: 🕒 არ გაუშვათ შანსი — დაიწყეთ თქვენი განვითარების ახალი ეტაპი დღესვე!
რეგისტრაციის წესები: ტრენინგის გავლის მსურველებმა დაგვირეკეთ 591 405-106. 591 40 40 97 , 533 334 234, ან
➡️გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: "საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსზე" Word; Excel; Powerpoint; Windows" (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე) ან
➡️ ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა:info@bmacademy.ge
ჩვენი სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663