„ბიზნესის მართვის აკადემიისა“ და „სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ერთობლივი სასწავლო პროექტი - „სოციალური მედიის მართვის“ კურსი - წარმატებით დასრულდა.
კურსის შემაჯამებელ შეხვედრაზე თითოეულმა მონაწილემ საკუთარი შთაბეჭდილებები და დასკვნები გააზიარა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროგრამამ მათ საქმიანობაში რეალური სარგებელი მოიტანა და დაეხმარა თანამედროვე ციფრული უნარების განვითარებაში.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ ბუაჩიძემ, აღნიშნა, რომ მიუხედავად დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევისა, კურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მისივე თქმითლ, სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მეტად დაეხმარა პარალელურად დაკვირვებოდა საკუთარი გუნდის მუშაობის პროცესსაც
"ძალიან მწყდება გული, რომ დისტაცნიურად გვქონდა ეს შეხვედრები ბევრად საინტერესო ყოფილა აქ (აკადემიის ოფისში) და ბევრად უფრო პროდუქტიულები ვართ ყველანი და უფრო მეტად ჩართულები.
ამ კურსის შემდეგ ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, გარდა იმისა, როგორ უნდა დავამენეჯმენტო ჩვენი დრო, როგორ უნდა განვსაზღვრო სტრატეგია, თუნდაც კალენდარის შედგენა.
ასევე ვაკვირდებოდი ჩემი თანამშრომლების პასუხებს. მათ უნარებს აზროვნებას, როგორ უდგებოდნენ ამა თუ იმ საკითხს და ამან ძალიან ბევრი პასუხი გასცა ჩემს რამდენიმე კითხვას და შემდეგში ცოტა უფრო სხვანაირად დავგეგმავ სამუშაო პროცესს და ძალიან მინდა, რომ დღევანელი ეს ბრეინშტორმინგი, რაც აქ გვქონდა ის დავნერგო სამსახურშიც ყოველდღიურად გამოვიყენოთ და მართლა საუკეთესო იდეები გამოვიყვანოთ აღნიშნული მოსაზრებებიდან.
მადლობა კიდევ ერთელ და წარმატებები თქვენ - ამბობს მარიამ ბუაჩიძე
კურსის კიდევ ერთმა მონაწილემ, მარიამ ქარუმიძემ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწავლის პროცესი მისთვის ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
"თავიდანვე ავღნიშნე, რომ ეს არის ახალი და მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ისეთი უნარები, რაც უფრო გაზრდის ჩვენს ცნობადობას და სტრატეგიების შესწავლა - ჩემთვის ნამდვილად ახალი იყო ძალიან ბევრი რაღაცა, რაც თქვენ შეგვასწავლეთ, ქოფის ამბავში ძალიან მომეწონა ეს შემოკლებული ვარიანტები და ბევრს ვფიქრობთ ხოლმე და ახლაც ვიფიქრებ კიდევ, როგორ შეიძლება შემოკლდეს ეს ყველაფერი. სტრატეგიების დაგეგმვა კიდევ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ მერე როგრო წავიდეთ, რა მიმართულებით და სხვათაშორის, ძალიან გამომადგება, რაც აქ შევისწავლე და გაამართლა მოლოდინები, ნამდვილად. დიდი მადლობა ამისთვის - თქვა მარიამ ქარუმიძემ
კიდევ ერთმა მონაწილემ, ნინი მიქელაძემ, კურსის პრაქტიკულ მხარეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტრენერმა განსაკუთრებით ნათლად აუხსნა დეტალები Faceook Meta-ს ინსტრუმენტებთან დაკავშირებით
"რაც მაინტერესებდა Facebook Meta-სთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ვისწავლე, რაღაც პატარა დეტალები, რაც არ ვიოდი ეგეც აგვიხსნა ტრენერმა. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ამ პროცესში ჩვენც უფრო გავერკვიეთ ერთმანეთში და გავიგეთ, რა გვინდა, როგორ გვინდა. ამით ვარ ძალიან კმაყოფილი" - ამობს ნინი მიქელაძე
"სოციალური მედიის მართვის" კორპორატიულ კურსზე მიმდინარეობს რეგისტრაცია - შეიძინე კურსი შენი გუნდისთვის თუ გინდა: პრაქტიკული უნარების განვითარება, თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება და ორგანიზაციული კომუნიკაციის გაუმჯობესება
კურსის შესაძენად დაგვირეკეთ 591 405-106
ან დარეგისტრირდით - რეგისტრაციის წესები:
➡️ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული კურსი (დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებაზე)
➡️ ან ვებგვერდზე არსებული კალათის 🛒 ნიშნულში დაამატეთ აღნიშნული ტრენინგი და გაიარეთ რეგისტრაცია მსგავსად, როგორც პროდუქტის ყიდვა.
↪️ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაივლით კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ელ.ფოსტა: contract@bmacademy.ge
სოც მედია: - https://www.facebook.com/profile.php?id=100088488163663
__________________________________________
#სოციალურიმედია #სოცმედიაკურსი #ონლაინსწავლა #ციფრულიემარკეტინგი #კრეატიულობამარკეტინგში #ბრენდისმენეჯმენტი