ვეძებთ ბუღალტერიის ტრენერს!
თუ ხართ გამოცდილი ბუღალტერი და გაქვთ ცოდნის გაზიარების სურვილი, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში, რათა ერთად მოვამზადოთ მომავალი პროფესიონალები.
ძირითადი მოვალეობები:
სატრენინგო მოდულების შექმნა, დამუშავება და ჩატარება.
ტრენინგის მონაწილეების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული ახალი მოდულების შემუშავება ბუღალტერიის სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი ბუღალტერიის ტრენერის/ლექტორის პოზიციაზე.
მინიმუმ 5-7 წელი ბუღალტრის პოზიციაზე, მათ შორის არანაკლებ 3 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
განათლება:
უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა).
პიროვნული მახასიათებლები:
ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი. პროფესიული ზრდის ინტერესი და მაღალი მოტივაცია.
გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს შექმნის უნარი.
პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ:
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. პროფესიული ტრენინგები (ბიზნესის მართვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა)
სტაბილური, მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-მისამართზე: contract@bmacademy.ge ან დაგვიკავშირდით
591 405-106
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევას და გასაუბრებას.