"ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელი მარიამ კვიციანი Entrepreneur Georgia -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ
BMAcademy კერძო და საჯარო სექტორებს ეხმარება მართვის გაუმჯობესებაში, ორგანიზებასა და თანამშრომლების გადამზადებაში.
მარიამ კვიციანი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყების იდეა მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. მან დაინახა, რომ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა სივრცეზე, სადაც ადამიანები პრაქტიკულად შეძლებენ პროფესიული, პიროვნული და ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც გადამწყვეტია, როგორც საჯარო, ისე ბიზნესსექტორის წარმატებისთვის. BMAcademy სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრას ემსახურება: სთავაზობს კერძო და საბიუჯეტო სექტორს პრაქტიკულ ტრენინგებს, ინდივიდუალურ თემატურ კონსულტაციებსა და მენტორინგის პროგრამებს.
"ვფიქრობდი, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყება მომცემდა მეტ შესაძლებლობებს, თვითრეალიზების საშუალებას და საყვარელი საქმის კეთების შანსს", – აღნიშნავს მარიამი Entrepreneur Georgia-სთან
მისივე თქმით, ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მისი უმთავრესი ინტერესი და მოწოდება სწორედ განათლება და განვითარებაა.
"ტრენერობა ჩემთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ ნიშნავს – ეს არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, დავეხმაროთ მათ ახალი უნარების განვითარებაში და უზრუნველვყოთ მათი პიროვნული თუ პროფესიული ზრდა. წინასწარ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა ის სფეროები, სადაც საჭირო იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება", – ამბობს მარიამი Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში
"ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებლის მარიამ კვიციანის სრული ინტერვიუ Entrepreneur Georgia -სთან
https://www.bmacademy.ge/ka/news/23